შპს „ტიბინი ჯგუფი“ დაფუძნდა 2014 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროა მრავალფუქციური საცხოვრებელი კომპლექსების და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა.
ტიბინი ჯგუფის პრიორიტეტია მშენებლობის მაღალი ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკოლოგიური და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებით. კომპანიაში დანერგილია სამშენებლო პროცესების მართვის მაღალი სტანდარტი. გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და ოპტიმალური სამშენებლო გადაწყვეტილებები განაპირობებს დაგეგმილი სამშენებლო პროექტების დათქმულ ვადებში დასრულებას.
კომპანიის განაცხადია ოთხი წლის განმავლობაში აშენებული 8 საცხოვრებელი კომპლექსი 950 ბინით და კომერციული დანიშნულების ობიექტებით. (ამას ინფოგრაფის სახე რომ ჰქონდეს ჯობს, მარტივად აღიქმევა და )
შპს ,,ტიბინი ჯგუფის“ წარმატებული განვითარების შედეგია მის მიერ დაფუძნებული შვილობილი კომპანია ,,ტიბინი დეველოპმენტი,“ რომელიც პროექტებს თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბნებში ახორციელებს. ტიბინი დეველოპმენტის მასშტაბური მშენებლობები მოიცავს გლდანის, ვარკეთილის, მუხიანისა და ვაზისუბნის ტერიტორიებს. პროექტების საერთო სამშენებლო ფართი 100,000 მ2-ს შეადგენს.