ტიბინი დეველოპმენტის ახალი პროექტი „ტიბინი ახმეტელთან“ შეშელიძის 124 ნომერში, ,,გლდანი მოლის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. პრემიუმ კლასის 15 სართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ და მეორე სართულებზე განთავსებული იქნება კომერციული ობიექტები, ხოლო მიწისქვეშ ორდონიანი ავტოპარკინგი. მშენებლობა დაწყებულია და მისი დასრულება 2020 წლის სექტემბერში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს შენობის ფუნდამენტის მოწყობითი სამუშაოები.